Turkiye Sise ve Cam Fabrikalari AS (IST:SISE)
ISTANBUL, TURKEY, December 2, 2024 /EINPresswire.com/ — Şişecam 89 წლის იუბილეს სიამაყითა და სიხარულით აღნიშნავს. 1935 წელს სტამბულში დაწყებული საქმიანობით, Şişecam მინის და ქიმიკატების მრეწველობაში გლობალურ მოთამაშედ გარდაიქმნა, რომელიც ამუშავებს 45 ობიექტს 14 ქვეყანაში და 24000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
შუშისა და ქიმიური მრეწველობის გლობალური ლიდერი, Şişecam ამაყად აღნიშნავს 89 წლის იუბილეს. კომპანიის საქმიანობის დასაწყისში, 1935 წელს სტამბულში იქ მხოლოდ 400 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს კი Şişecam გლობალური მოთამაშეა. თავისი გამოცდილებით, ინოვაციური მიდგომითა და მოწინავე ტექნოლოგიებით, კომპანია თავის სფეროებში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
ნავთობის ნათურებიდან გლობალურ ლიდერობამდე
Şişecam-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გორკემ ელვერიჩიმ გააზიარა თავისი მოსაზრებები ამ მნიშვნელოვან ეტაპთან დაკავშირებით: „Şişecam დაარსდა 1935 წელს, ეს იყო გაბედული ნაბიჯი გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი თურქეთის ახალგაზრდა რესპუბლიკის მინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საქმიანობა ნავთობის ნათურების და მედიკამენტების ბოთლების წარმოებით დავიწყეთ. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი გლობალური მოთამაშე, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში. ჩვენ ვართ მინის ჭურჭლის ყველაზე დიდი მოთამაშე მსოფლიოში, — სოდის ფხვნილის მწარმოებელთა პირველ სამეულში და მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა პირველ ხუთეულში. ჩვენ ასევე გლობალური ლიდერები ვართ ქრომის ქიმიკატებში. Şişecam დაარსდა Türkiye İş Bankası-ის მიერ, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხედვით, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო ლიდერს, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ. ჩვენ ამაყად აღვნიშნავთ ჩვენს 89 წლის იუბილეს, როგორც 24000-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი მრავალფეროვანი გლობალური ოჯახი, რომლებიც წარმოადგენენ 35 სხვადასხვა ეროვნებას და საუბრობენ 23 ენაზე.“
ელვერიჩიმ ხაზი გაუსვა Şişecam-ის უწყვეტ პროგრესს და ერთგულებას მისი დამფუძნებელი პრინციპებისადმი: „ჩვენი მოგზაურობა, რომელიც დაიწყო 400 თანამშრომლით 89 წლის წინ, ახლა მოიცავს 14 ქვეყანას 4 კონტინენტზე. 2024 წელს ამ ეტაპის შესრულებისას, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ჩვენი ზრდის ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპი, რაც გააძლიერებს მონაცემთა გამოყენებით სწრაფი და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარს. Şişecam-ში ჩვენ მდგრადობას ვუყურებთ არა როგორც არჩევანს, არამედ როგორც პასუხისმგებლობას. 2024 წელს ჩვენი CareforNext სტრატეგიის ფარგლებში, დავიწყეთ მრავალი გავლენიანი პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებასა და ენერგიის მოხმარების შემცირებაზე. ეს ინიციატივები არა მხოლოდ გვეხმარება უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებაში, წინ უძღვის უძღვება მინის ინდუსტრიის გარდაქმნას. როგორც ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში ოპერირებს, ჩვენ წარმოვადგინეთ პლატფორმა: Plant of the Future. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს ხედვას დიგიტალიზაციისა და მდგრადობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ წინსვლას ინდუსტრიაში, ხოლო შექმნის შესაძლებლობებს თანამშრომლობისთვის ღია ინოვაციის მოდელის მეშვეობით. ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ჩამოვაყალიბოთ მინის ინდუსტრიის მომავალი, მომავლის გადაწყვეტილებების შექმნით და მომავალი თაობებისთვის მდგრადი სამყაროს აშენებით.”
Sisecam-ის შესახებ
Sisecam დაარსდა 1935 წელს იმისათვის, რომ თურქეთში ჩამოეყალიბებინა მინის ინდუსტრია, როგორც ეს სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელიც იყო უდიდესი ლიდერი და რომელსაც პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს Sisecam წარმოადგენს მსხვილ გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიკატების წარმოების სფეროში. Sisecam არის ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში – ბრტყელი მინის, მინის საოჯახო ნივთების, მინის ტარისა და მინის ბოჭკოების ჩათვლით. დღეის მდგომარეობით, Sisecam წარმოადგენს მინის საოჯახო ნივთების მწარმოებელთა ლიდერს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მინის ტარისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულშია. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატების წარმოებაში.
Sisecam წამყვან როლს ასრულებს ბრტყელი მინის, მინის საოჯახო ნივთების, მინის ტარის, ქიმიკატების, სდაავტომობილო მინის, მინის ბოჭკოების, სამთო, ენერგეტიკისა და გადამუშავების ბიზნეს სფეროებში. Sisecam გარდა თურქეთისა საწარმოო ობიექტების საშუალებით ოპერირებას ახორციელებს გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, უკრაინაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და აშშ-ში.
Sisecam, რომელიც მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნისკენ, ადგილი დაიკავოს მსოფლიოს პირველ სამეულში თავისი საქმიანობის ძირითად სფეროებში. მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით იგი უწყვეტად აგრძელებს თავისი ციფრული ინფრასტრუქტურისა და კულტურის გარდაქმნას სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით. Şişecam, რომელსაც აქვს 89 წლიანი გამოცდილება, ჰყავს 24 ათასზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 14 ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე და წარმოდგენილია 150-ზე მეტი ქვეყნის გაყიდვების ქსელში, აგრძელებს ზრდას ინკლუზიური მიდგომით, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის მთელი ეკოსისტემის განვითარებას. Sisecam პასუხისმგებლობას იღებს პლანეტის დაცვაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე და ცხოვრების CareForNext (იზრუნე შემდეგისთვის) სტრატეგიის შესაბამისად გარდაქმნაზე, რომელიც შეესაბამება და მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. Sisecam იყენებს მის სრულ გამოცდილებასა და კომპეტენციას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ყველა ასპექტში.www.sisecam.com.tr/en
Ayşegül Akyarlı
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari As
email us here
Legal Disclaimer:
EIN Presswire provides this news content “as is” without warranty of any kind. We do not accept any responsibility or liability
for the accuracy, content, images, videos, licenses, completeness, legality, or reliability of the information contained in this
article. If you have any complaints or copyright issues related to this article, kindly contact the author above.